კალორიების დიეტა

ყველაზე ჯანსაღი დიეტა, რაც მე ოდესმე დამიცავს.

ძალიან მარტივია

  1. ვითვლით რამდენი კალორია გვჭირდება დღეში იმისათვის, რომ კლებაში წავიდეთ.
  2. ვადგენთ დღიურ მენიუს კალორიების გათვალისწინებით.
  3. არ გვეზარება თვლა და ვითვლით და ვითვლით.

საბოლოო ჯამში ვიკლებთ ისე, რომ აღარ ვიმატებთ. (თუ ძალიან არ ვიღორეთ)

პლიუსები

  1. ჭამ ყველაფერს რაც გინდა (კი, ნამცხვარსაც, ნაყინსაც, ტორტსაც, ოღონდ კალორიების ფარგლებში)
  2. ერთ დღეს თუ ოდნავ გადააჭარბე კალორიებს , არაუშავს, მეორე დღეს გაათანაბრებ, მთავარია ჯამური შედეგი არ აჭარბებდეს დღის კალორაჟებს და ენერგიის დეფიციტი შექმნა.
  3. შეგიძლია ღამის ორზეც ჭამო, მთავარია კალორიების რაოდენობაში ჩატევა.

მინუსები

  1. ძალიან “ძვირია” ცხიმი, ამიტომ შემწვარ-მოხრაკულებს იშვიათად იღებ.
  2. ნუ, მეტი მინუსი მე ვერ ვნახე…

საინტერესო ფაქტი

  • აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიან კალორიული ყოფილა ყველი, თხილეული, გერკულესი და წიწიბურა.

ხოდა, კალორიების წარმატებულ თვლას გისურვებთ.

სასრგებლო ბმულები:

ისევ პრესებზე

ზაფხული მიყვარს (უკვე შემოდგომა დიწყო, მაგრამ მაინც), რადგანაც წელიწადის ამ დროს ბოსტნეულზე გადავდივარ და ბევრ სითხეს ვსვამ. შედეგად, წონაში ვიკლებ. ბოლო რამდენიმე თვეა სტაბილურად ვინარჩუნებ 60 კილოს, რაც ჩემი სიმაღლის შესაბამისად, მშვენიერი წონაა. თუმცაღა, ერთი 5 კილოგრამის დაკლება არ მაწყენდა.

წყალი და საზამთრო...

ყველაზე მეტად დასასვენებლად წასვლის მეშინია, რადგანაც რამენიმე დღეში ისე ვიმატებ, რომ მთელი ზაფხულის შრომა წყალში მეყრება. მაგრამ წელს საოცრად აქტიური დასვენება მქონდა. ვარჯიშიც დავიწყე და ყველაფერი შესანიშნავადაა.

ამ ეტაპზე ძალიან მომწონს ჩემი სხეული. ერთადერთი, რაც ნერვებს მიშლის – მუცელია. თუ კი გავაგრძელე დღის განმავლობაში 100-100 პრესის კეთება, სულ მალე – სასურველ შედეგსაც მივაღწევ. ე.წ. “კუბიკების” არც საჯდომი მაქვს და არც სურვილი, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ…

ჰო, ამაზე გამახსენდა…

ჩემი მეგობრის ძმა იძახდა, “მორცხვი კუბიკები” მაქვს და ხალხის რცხვენიათო – ამიტომაც გემალებათო…  მეც არ ვიფიქრე, რა ხდება, მეთქი… :D

ჰმ. წავედი, კალორიები დავწვა… საღამოს ტორტი მექნება და… :X

ლამაზი მუცელი (ნაწილი 2)

გუშინდელ დღემდე 10 რიცხვიდან მოყოლებული პატიოსნად ვაკეთებდი 50 პრესს ყოველდღე. ის კიარა, ისე მივეჩვიე ხალიჩას რომელზეც ამას ვაკეთებდი, რომ დავინახავ მგონია რომ პრესი უნდა გავაკეთო. მოკლედ ჩემითავით ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ამდენი დღეა არც ერთი დღე არ ჩამიგდია : ) მუცელზე დიდს ვერაფერს ვამჩნევ, ანუ ზუსტად ვერ გეტყვით შედეგი მაქვს თუ არა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. საბოლოო შედეგამდე აუცილებლად მივალ და სამუდამოდ დავემშვიდობები ამ პატარა “ღიპუცას”. 

ხვალ თბილისის დატოვებას და სოფელში წასვლას ვაპირებ. იქ სავარაუდოდ ბევრი გემრიელი საჭმელი და წონაში მატების პოტენციური შესაძლებლობები მელოდება. მაგრამ, არ გეგონოთ შეგუებას ვაპირებდე!

დღეს 1 დღე შევისვენებ და ხვალიდან ისევ გავაგრძელებ 50 პრესს. რადგან სოფელი, სადაც მე მივდივარ მდინარის ნაპირზეა, შევეცდები დღეში 1 საათი მაინც გავატარო წყალში, რაც იმედი მაქვს დადებითად აისახება (ხო მართლა, იმის იმედიც მაქვს, რომ წვიმები ამ გეგმას არ ჩამიშლის)

სხვათაშორის ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ წონის შენარჩუნებაში წყლის სიყვარული მეხმარება. ძალიან მიყვარს და დღის განმავლობაში დაახლოებით 3 ლიტრ წყალს ვსვამ, გარდა ამისა ყოველდღიურად ვიღებ სითხეებს (ყავა, ჩაი, წვენი და ა.შ) ამ ბოლო დროს თითქმის ყოველდღე ვსვამ მილქშეიქს, რაც ვიცი რომ საკმაოდ კალორიულია, სამაგიეროდ ჯანსაღია და სასიამოვნოა 50 პრესისგან დაღლილი მილქშეიქის დიდი ჭიქით ხელში რომ კმაყოფილი მივუჯდები ხოლმე ლეპტოპს. ისე ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე, შედეგს რომ ვერ ვამჩნევ ამის ბრალი ხომარაა ნეტა? u.u

სოფელში სავარაუდოდ ინტერნეტი არ მექნება (ზუსტად არ ვიცი მაგრამ მგონი), ამიტომ დოკებს დავწერ ხოლმე, რომ ჩამოვალ ჩემი ოპერაციის გაგრძელებასაც შემოგთავაზებთ!

ვარჯიში – გახდომა თუ კუნთების გაზრდა?

ბლოგზე ბევრი დაიწერა დიეტებზე, ცოტაც ვარჯიშებზე და ისე გამოვიდა, რომ არაფერი დაგვიწერია თვითონ ვარჯიშის შინაარსა და ”მუღამზე”.

ამას წინად ერთმა მკითხველმა დაიჩივლა – ” ვარჯიშის მერე ყველა კუნთი ამტკივდა და მე გახდომა მინდოდა ბატიბუტივით კუნთები კი არა”ო.

ვარჯიში

მსუბუქი ვარჯიში

მაშ ასე მოგახსენებთ შემდეგ რამეს:

1. ვარჯიში (მოუმზადებელ და მოდუნებულ სხეულზე) უნდა დაიწყოთ მცირე აქტივობით და ნელა ნელა გაზარდოთ განხორციელებული ვარჯიშების რაოდენობა.

2.მოუმზადებელ სხეულზე ვარჯიშის დაწყებისას მცირე დატვირთვაც კი თქვენ კუნთების არსებობას გაგახსენებთ აუცილებლად, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენი სხეული მოძრაობაში მოდის და ნელა ნელა ცხიმის დაწვასაც დაიწყებს.

3. შეუძლებელია დღეში 60 ბუქნით ან 50 პრესის გაკეთებით თქვენ კუნთები ბატიბუტივით დაგახტეთ. ბოდიბილდერები წლობით ვარჯიშობენ უზარმაზარი დატვირთვებით, რომ ის სხეული მიიღონ როგორსაც თქვენ ხედავთ. სულ მარტივი – პრესის ”კუბიკების” მისაღწევად დღეში ორჯერ მინიმუმ 2-3 საათიანი ვარჯიში და სხვადასხვა საკვები დანამატების მიღებაა საჭირო.

ასე რომ ძვირფასებო აკეთეთ დღეში 60 პრესი, 40 აზიდვა და იყავით მშვიდად, მაქსიმუმ რაც შეიძლება დაგემართოთ –  არის თქვენი სხეული ჯანსაღ ფორმაში მოვიდეს, კუნთები კი უფრო განვითარებული გაგიხდეთ და მხოლოდ და მხოლოდ ცხიმების წვა დაიწყოს. უფრო სერიოზული შედეგისათვის (კუნთები რომ ”კუბიკებად” დაისვათ უნდა მიაკითხოთ  მწვრთნელს მაგალითად)სხვა სახის დატვირთვაა საჭირო რაც სახლის პირობებში შეუძლებელია.

ვარჯიში

ფიზიკური აქტივობის პირამიდა

ასე რომ გახდით მშვიდად , მცირე ფიზიკური აქტივობა არავის ვნებს , ის მხოლოდ და მხოლოდ გალამაზებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

მოტივაციაზედ

მოკლედ, ასეა რა. ორი კვირით ყურადღებას მოადუნებ და ეგრევე ყველა წყვეტს წერას. ჰეი, გირლზ, სად ხართ აბა? ესაა თქვენი მოტივაცია? ეს არის თქვენი მონდომება?

უი, ხო, მართლა.. მოტივაციაზედ.

ჩემი აზრით, გახდომის ამბავში ორი რამეა მნიშვნელოვანი, უფრო სწორად ყველაზე მნიშვნელოვანი: მოტივაცია და ინფორმირებულობა. მეორე გჭირდება იმაში, რომ საკუთარ ჯანმრთელობას სახე არ აახიო. პირველი – იმისთვის, რომ გააკეთო ყველაფერი, რაც რეალურად საჭიროა. თუკი ვთვლი, რომ მეორე საკითხში, მეტ-ნაკლებად პრობლემა არ მაქვს, მოტივაცია ნამდვილად მღალატობს.

ბევრს გაუკვირდება: 96 კგ რით ვერ არის იმის მოტივაცია რომ დაკლება დაიწყო? ვერ მოგართვით :) კიარადა, ჩემმა ფსიქიკამ ვერ მომართვა. საქმე იმაშია, რომ  გადასარევად, ამ წონით, რა თქმა უნდა, არ ვარ. მაგრამ, არც ძალიან ცუდად ვარ. მართალია ეს ყველაფერი “ჯერ”, სანამ ორგანიზმს აქვს რესურსი ზედმეტი წონა აკომპენსიროს, მაგრამ შინაგანი განწყობა, მაინც “ტყუვდება”. დაახლოვებით, იგივეა, როდესაც იცი, რომ კბილი გიფუჭდება და სჯობს ახლავე გაიკეთო, სანამ ამოსაღები გახდება, მაგრამ ფეხებზე გკიდია, იმიტომ რომ ჯერ არ გაწუხებს.

ჩემი შეგნებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჭარბწონიანი ვარ, იმ დღეს ვფიქრობდი, რომ რეალურად “გამხდარი მე”, ჩემთვის ძალიან აბსტრაქტული ცნებაა, ვერ წარმომიდგენია ასეთი როგორი ვიქნები. და აბსტრაქტული მიზნისთვის ბრძოლა მიჭირს.

კარგი, მეყო იმის ახსნა, რატომ აქვს ჩემს მოტივაციას სახე ახეული, ახლა დავწერ იმას, რას ვაკეთებ ამ სახის ადგილზე “მისაკერებლად”. შეიძლება, ბევრისთვის სასაცილოც იყოს, მაგრამ ჩემთვის (და ჩემნაირი განწყობის ადამიანებისთვის), იმჰო მნიშვნელოვანია.

  • ჩამოვწერე სია “რატომ მინდა ვიყო გამხდარი”. და მაღვიძარაზე მაქვს დაყენებული “შემხსენებელი”, რომ დღის განმავლობაში გადავიკითხო ხოლმე. განსაკუთრებით  ღამე ან იმ დროს არის მისი კითხვა სასარგებლო, როდესაც რაღაც ძალიან “არადიეტურის” ჭამა მინდა.
  • ადრე დაწერილ პოსტში ნახსენებ საიტზე (დიეტს-ზე) ჩავეწერე “ზამთრის მარათონზე” – ანუ ასე ვთქვათ შეჯიბრზე ვინ დაიკლებს მეტს ახალ წლამდე.
  • იმავე ქსელში მინდა მივიღო მონაწილეობა გუნდურ თამაშში, სადაც რამდენიმე გუნდი ებრძვის ეჯიბრება ერთმანეთს გახდომაში.  ეს უკანასკნელი იმით არის კარგი, რომ შენს სწორ კვებაზე და სპორტულ აქტივობაზე არამხოლოდ შენ, არამედ მთელი გუნდი არის დამოკიდებული, შესაბამისად პასუხისმგებლობას ბევრად მეტია.

ძირითადად ეს სამი მეთოდია, რომლითაც ამ მომენტისთვის ვებრძვი ჩემს შინაგან სურვილს დაიკიდოს  ყველაფერი და გააგრძელოს ცხოვრება ისე, როგორც მიჩვეულია.

თუ ვინმე ჩემსავით უმოტივაციოა, იქნებ ეს სამი რამე დაგეხმაროთ. ჩემს შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ :)

ვარჯიშების კომპლექსი ცელულიტის მოსაშორებლად

მაშ ასე ეს სია ანტიცელულიტური ვარჯიშებისა ფრიად ადრე ვიპოვნე და ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, თუმცა მოუმზადებელ ორგანიზმზე ფრიად დამღლელად მოქმედებს, ამიტომ ნელა ნელა უნდა დაიწყოთ.

უნდა დავამატო რომ ამ ვარჯიშების შესრულების მეორე კვირიდანვე გარშემოწერილობა სხეულის უმეტეს ნაწილებზე კლებულობს.

მოდით დავიწყებ :

  1. ზურგით ეყუდებით კედელს, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე.ნელა ნელა ცასრიალდით ქვემოთ სანამ არ მიაღწევს პოზიაციას რომელიც სკამზე ჯდომის მსგავსია, შემდეგ კი თეძოების დახმარებით ისევ ზემოთ ძემოთ ამოიწიეთ და გასწორდით.
  2. დაწექით და ტერფები დაალაგეთ სკამზე (ქუსლებით). შემდეგ დაეყრდენით ქუსლებს და დუნდულების დაჭიმვის ხარჯზე სცადეთ წელისა და საჯდომის აწევა (საჯდომი ცუდად ჟღერს მაგრამ რა ვქნა)
  3. ზურგზე დაწექით, მუხლებში მოხრილი ფეხები მიიტანეთ სხეულთან ახლოს , ამავე დროს ტერფები მიატყუპეთ ძალიან მჭიდროდ. შემდეგ ასე მჭიდროდ შეერთებული ფეხები გაშალეთ ბოლომდე ზემოთ და ისევ მოხარეთ მუხლებში.
  4. მუცელზე დაწექით. ფეხები აწიეთ ზემოთ, გაშალეთ განზე და ისევ შეაერთეთ.შემდეგ ნელა დაწიეთ ფეხები ქვემოთ
  5. ფეხები მხრების სიმაღლეზე დადგით და დაიწყეთ ჩაკუზა. ამ დროს ეცადეთ ზურგი დაიჭიროთ სწორად ისე რომ არც საჯდომი ”ჩაგივარდეთ” ქვემოთ და არც წინ არ გადაიხაროთ.
  6. შემდეგი ვარჯიში შეგიძლიათ ყოველ დილით და საღამოს საწოლიდან აუდგომლად გააკეთოთ. გადაბრუდნით გვერდზე და ის ფეხი რომელიც ზემოდან აღმოჩნდება ასწიეთ ჰაერში. არაა აუცილებელი ალიან მაღლა ფეხის აწევა მთავარია ის ”ჩამოკიდებულ” მდგომარეობაში აღმოჩნდეს. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია სადამდეც შეძლებთ. შემდეგ გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხზე.

ეს მარტივი ვარჯიშები უნდა აკეთოთ (საწყის ეტაპზე) 15-25 თითო ჯერზე ხოლო შემდეგ უნდა ეცადოთ გაზარდოთ მათი რაოდენობა 100მდე. ვარჯიშების უმეტესობა ამაგრებს დუნდულებს, ბარძაყებს და მუცლის კუნთებს.

კუნთები

კუნთები

NLP – უკეთესი შედეგის მისაღებად!

პოსტის ავტორი: http://sweet.ge

რამდენიმე დღის წინ საინტერესო პოსტს წავაწყდი გიორგი მახარაძის ბლოგზე ნეირო ლინგვისტური პროგრამირების შესახებ.

„NLP – ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება (NLP, Neuro-linguistic programming) – მოდელების, ტექნიკის და ოპერაციულ პრინციპთა კომპლექსი, რომელიც გამოიყენება პიროვნების განვითარებისა და მასზე ზემოქმედებისთვის, მოდელირებების ეფექტური სტრატეგიის საშუალებით.“

რაც შეეხება თავად მოდელს რომელიც პოსტშია განხილული, ამოვკრებ ყველაზე საინტერესო აბზაცებს:

„პოზიტიურად ფორმულირებული რეპრეზენტაცია უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე ნეგატიური. ჩვენი გონება ნეგატიურ რეპრეზენტაციის უშუალო გადამუშავებას არ ახდენს.“

„შედეგი აღწერს ჩვენს სურვილს, იმას რაც გვინდა და არა იმას, რაც არ გვინდა. ჩვენ გაცილებით ძლიერ მოტივაციას განვიცდით დადებითი შედეგებისკენ სწრაფვისას, ვიდრე უარყოფითისკენ. ამიტომ შედეგის ფორმულირებისა არ უნდა გამოვიყენოთ უარყოფა. ”მოწევას თავი უნდა დავანებო” ეს გამოთქმა აღწერს იმას, რისი გაკეთებაც არ გვინდა.

ყოველ ჯერზე , როდესაც ფიქრობთ თქვენს შედეგზე – ”თავი დაანებოთ მოწევას”, (რა კარგია , რომ არ ვეწევი) თქვენ წარმოიდგენთ, რომ ეწევით. ანუ თქვენ იძულებული ხართ, იფიქროთ იმაზე, რისი გაკეთებაც არ გინდათ. ამის ნაცვლად კი ამოცანის ფორმულირება პოზიტიურ შედეგს უნდა გულისხმობდეს: ”ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე”. შესაბამისად ამისა, როდესაც ვფქირობთ რეპრეზენტაციის შედეგზე საკუთარ თავს ჯანმრთელს და ბედნიერს წაროვიდგენთ. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ მეთოდის ოქროს გასაღები.“

ეს ტექნიკა ვიცოდი, მაგრამ მას საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარებისას იშვიათად ვიყენებდი.

რომ დავაკვირდი, გოგონების უმრავლესობა დიეტის ან ვარჯიშის დაწყებისას სწორედ იმ შეცდომას უშვებს, რაც პოსტშია მოყვანილი, რის გამოც ამ დიეტის თუ ვარჯიშის ბოლომდე მიყვანა თითქმის შეუძლებელი ხდება.

მაგალითად დიეტის დაწყებისას ადამიანი საკუთარ თავს უმეორებს:
„მე არ შევჭამ ხაჭაპურს! მე არ შევჭამ ნაყინს! მე არ შევჭამ შემწვარ კარტოფილს!“

სინამდვილეში კი, მთელი დღე მხოლოდ ამ სამ საჭმელზე ფიქრობს და ძალაუნებურად შეიძლება ნებისყოფამ უმტყუნოს და აკრძალული რამე შემოეჭამოს.

ამის საპირისპიროდ დიეტაზე მყოფი უნდა იმეორებდეს:

„მე შევჭამ ხილს! მე შევჭამ მწვანე ბოსტნეულს! მე დავლევ ბევრ წყალს!“

ამით გონება ორიენტირებული იქნება მხოლოდ ჯანსაღ საკვებზე და დიეტის დაცვა უფრო ადვილდება.

აქვე მოვიყვან რამდენიმე მაგალითს თქვენი ნეგატიური აზრების პოზიტიურად წარმართვისთვის.

ნაცვლად:

„გული მტკივა როცა ვაცნობიერებ, რომ შემწვარ კარტოფილს და ნუთელას ვერასდროს შევჭამ.„

ამბობთ:

„ძალიან მიხარია რომ დღეიდან მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მივიღებ და ორგანიზმს გავიწმინდავ მავნე ნივთიერებებისგან!“
ნაცვლად:

„კოკა–კოლას აღარ ვსვამ!“

ამბობთ:

„მე მხოლოდ წყალს ვსვამ!“

ნაცვლად:

„დღეს ალბათ შიმშილით მოვკვდები!“

ამბობთ:

„დღეს განტვირთვის დღე მაქვს და თავს მსუბუქად ვგრძნობ!“

სცადეთ ეს ფსიქოლოგიური ტექნიკები თქვენი დიეტებისას და მომწერეთ რა შედეგებს მიიღებთ.

რა სარგებლობა მოაქვს მამალს… კიარადა

-აბა ბავშვებო, ვინ მეტყვის, რა არის მნიშვნელოვანი წონის კონტროლისათვის?
-კვების მოწესრიგება
-სწოოოორია. კიდე რა არის მნიშვნელოვანი?
-ფიზიკური აქტივობა
-კიიიიიიიდო?
-…
-კიიიიიდო?

-ძილი!

დიახ დიახ, მოდიეტეთა (და არამოდიეტეთაც) უმეტესობას რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ წონაზე გავლენას ახდენს ის, თუ როგორ იკვებები და ის, თუ როგორ იტვირთები ფიზიკურად, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ არის კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, კერძოდ-ის, თუ როგორ გძინავს :) უმეტესობა ამას ყურადღებას არ აქცევს, არადა მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძილი მოქმედებს წონაზეც :)

The body’s hormones have a 24-hour rhythm. When you disrupt sleep, you disrupt your hormones. You become glucose intolerant, you want to eat more, and you don’t metabolize what you eat as well.

მოკლედ რომ ვთქვათ, ძილი კარგია, იგი ჩვენი მეგობარია და მაქსიმალურად გვეხმარება უმტკივნეულოდ და სტრესების გარეშე დავიკლოთ ჩვენი დიეტითა და ვარჯიშით :) თან ბოლოსდაბოლოს, ამ სამს შორის ყველაზე კომფორტული და სასიამოვნოა და არც ბევრ ძალისხმევას მოითხოვს :)

სასურველი სხეული, ანუ უარი სიზარმაცეს!

რამდენიმე დღე ვფიქრობდი როგორ დამეწყო ამ ბლოგისთვის პირველი პოსტის წერა. ვარიანტები – უამრავი, ხოლო ამ ვარიანტებიდან საუკეთესოს ამორჩევა ვერა და ვერ მოვახერხე (ვფიქრობდი დამეწერა ვეგეტარიანული ან ყველის დიეტა, წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ და ა.შ)

მაგრამ საბოლოოდ ამ ვარიანტებიდან ყველა გამოვრიცხე და გადავწყვიტე იმ პრობლემის გარშემო დამეწერა, რომელიც მე თვითონ მაწუხებს.

ჩემს ტანზე საწუწუნო არაფერი მაქვს იმიტომ, რომ დაკლება კიარა ზედმეტი 4-5კგ არ მაწყენდა. ანუ ვარ ზედმეტად გამხდარიც კი. სამაგიეროდ აგერ უკვე 1,5 წელია (2010 წლის მარტიდან) ვებრძვი ჩემს მუცელს, რომელიც მშობიარობის მერე დამრჩა და ვერაფრით აღვიდგინე ფეხმძიმობამდე არსებული მდგომარეობა.

ამ დროისთვის ჩემი მუცელი ასე გამოიყურება!!!!

ვებრძვითქო რომ ვთქვი, მოგატყუეთ! იმიტომ რომ თითსაც არ ვანძრევ მის გასაუმჯობესებლად. მაგრამ ამჯერად გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. 20 აგვისტომდე ყოველდღე (ანუ 10 დღე) უნდა გავაკეთო:

მსუბუქი ვარჯიშები + 50 პრესი 

(აუცილებლად დავააფდეითებ ვარჯიშის შედეგებს და აუცილებლობის შემთხვევაში დავამატებ/გავაგრძელებ ვარჯიშს)

თუ თქვენც გაწუხებთ მსგავსი პრობლემა, აუცილებლად შემომიერთდით (Be my dietmate) და ერთად მივაღწიოთ ლამაზ, სექსუალურ მუცელს! : )

ოპერაცია “შორტიკი” გრძელდება

  • აგრილდა, შესბამისად ფეხით  ბევრს დავდივარ. სამსახურიდან სახლამდე ხუთი კილომეტრია და ავუყვები ხოლმე…
  • საზამთრო ჩემი მეგობარია
  • ძალიან ვწუხვარ მაგრამ გონებრივად დატვირთული სამუშაო მაქვს და დღის ბოლოსკენ კანკალით გავრბივარ მაღაზიისკენ შოკოლადის საყიდლად იმიტომ, რომ ვგრძნობ, როგორ მინელდება აზროვნების პროცესები და ნერვული უჯრედები ღრჭიალს იწყებენ
  • სამაგიეროდ დავადგინე, რომ დღეში ერთი “სრულფასოვანი საჭმლის” ანუ ქვაბში/ტაფაში გაკეთებული ბევრინგრედიენტიანი რამის ჭამის მერე აღარ მინდება 2345447 სასუსნავი. დღეს და გუშინ აჯაფსანდალს ვჭამ და აგერ ორი დღეა ნაყინები მაცივარში მელოდებიან, უბრალოდ, აღარ მინდა.
  • მოხარშული სიმინდის დღეები მაქვს ამ ბოლო დროს, მიყვარს + არცისეთი კალორიულია
  • შორტიკი ისე აღარ მაქვს გამოწკეპილი და ჩაცმადია

პ.ს. აუ როგორ მინდა დიდი, უზარმაზარი ფილა შავი შოკოლადიკები :შ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.